უმარი: "ჩემპიონი გავხდები, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს"
11 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვი პირველ პოსტს აქვეყნებს. დაღესტნელი მებრძოლი ამბობს, რომ დვალიშვილთან ჩხუბში არ დამარცხებულა.
მიზეზები არ არსებობს. ჩემპიონი გავხდები და სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. თუნდაც მთელმა მსოფლიომ საპირისპიროს მტკიცება დაიწყოს, ვთვლი რომ ეს ბრძოლა არ წამიგია. ტრავმებს მოვიშუშებ და საჩემპიონო გზას დავუბრუნდები. - წერს უმარი საკუთარ Instagram გვერდზე
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი პირველი გახდა ვინც უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება შეძლო. გარდა ამისა, "მანქანა" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში "ახალგაზრდა არწივის" მიწაზე გადაყვანა შეძლო. საჩემპიონო ჩხუბში დვალიშვილმა რეკორდის დამრყარებაც შეძლო. UFC-ის ისტორიაში მან ყველაზე მეტი - 92 გდება შეასრულა და ამით ლეგენდარული ჯორჯ სენ-პიერს გადაუსწრო.