"არ გამიკვირდება კორიმ მერაბი სულელი გამოაჩინოს" - ო'მალი მერაბის და კორის ჩხუბზე
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლაზე ისაუბრა. "შუგას" თქმით, ამ დაპირისპირებაში პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. თუმცა, მაინც თვლის, რომ გარკვეული სახის უპირატესობა მერაბს მაინც ექნება.
ამ ბრძოლაში გამარჯვებულად ვის მოვიაზრებ? რთულია, მონეტას მივენდობოდი. თუ მერაბი მის ფეხს დაიჭერს, კორი გაიგებს ამ პატარა ქართველის ძალას. ამავდროულად, შესაძლოა ვცდებოდე. არ არის გამორცხული, რომ კორიმ მერაბის ფეხში შესვლა დაიცვას და ის სულელად გამოაჩინოს. - ამბობს შონ ო'მალი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის და კორი სენდჰეგენის ჩხუბი UFC 320-ზე ჩაინიშნა. ისინი ერთმანეთს 5 ოქტომბერს გამთენიისას დაუპირისპირდებიან. სენდჰეგენის დამარცხების შემთხვევაში, მერაბი წარმატებულ ტიტულის დაცვას სამამდე გაზრდის.