"ვოლკანოვსკის და მერაბის ბრძოლის იდეა მომწონს" - ჯონ ვუდი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
უკვე დიდი ხანია ფანებში მოძრაობს აზრი, რომ მერაბ დვალიშვილმა და ალექს ვოლკანოვსკიმ უნდა იბრძოლონ. "მანქანამ" სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში ყველა მეტოქე დაამარცხა და გულშემატრიკრები მის ზედა წონაში ასვლას ემხრობიან. თავად მერაბი თვლის, რომ ქვემსუბუქ წონაში არაფერი ესაქმება, თანაც იქ ჩემპიონი ვოლკანოვსკია, რომლის მიმართ დიდი პატივისცემა გააჩნია და მასთან ჩხუბი არ უნდა.
ამ თემასთან დაკავშირებით მერაბის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა ისაუბრა.
უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ ვოლკი ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც ამ სპორტში ყოფილა. ამ ბიჭისა და მისი გუნდის მიმართ პატივისცემის გარდა არაფერი გამაჩნია. ვოლკი მერაბის მსგავსია. შეიძლება დედამიწაზე ყველაზე მაღალი მამაკაცი არ იყოს, მაგრამ სქელია. ის სქელი ბიჭია, რომელსაც დარტყმა შეუძლია. როცა ზედა დივიზიონში ადიხარ ყოველთვის რისკავ, რადგან იქ ბიჭებს შენზე მეტი ძალა, წონა აქვთ და უბრალოდ დიდი ბიჭები არიან. აქედან გამომდინარე, ვოლკს ზომის უპირატესობა ექნება.
ბოლო ორი ქემფია მერაბი მასზე დიდ ბიჭებთან სპარინგობს. არაფერი შეცვლილა, იგივე გამძლეობა, იგივე ძალა და იგივე გდებების მაჩვენებელი.
ვოლკანოვსკის და მერაბის ბრძოლის იდეა მომწონს. საინტერესო ჩხუბი იქნება. მერაბის ტემპი, თუნდაც ზედა წონაში, ძალიან რთული გასამკლავებელი იქნება. - განაცხადა ჯონ ვუდმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდის გამეორებამდე მერაბს მხოლოდ 2 გამარჯვება სჭირდება.