მერაბ დვალიშვილი: 'სენდჰეგენს ბოლო წამებზე დავაფინიშებ, რომ ჩხუბი არ დავიკლო'
ზუსტად ერთ კვირაში მერაბ დვალიშვილი მომდევნო სატიტულო ბრძოლას გამართავს, მისი მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, მერაბი საჩემპიონო ქამარს მესამედ დაიცავს. დვალიშვილი პირველ მებრძოლი გახდება UFC-ში, რომელიც 100 თეიქდაუნს დააფიქსირებს. "მანქანას" ამ შედეგის მისაღწევად სამი წარმატებული გდება სჭირდება. მერაბმა ლეგენდარული ჯორჯ სენ-პიერის რეკორდი უმარ ნურმაგომედოვთან მოხსნა, ახლა კი 100 თეიქდაუნზე ასვლაც უნდა.
სიმართლე გითხრათ, მინდა რომ კორი სენდჰეგენი მე-5 რაუნდში, 4 წუთისა და 45 წამის გასვლის შემდეგ დავაფინიშო. ასე სრული ჩხუბისგან სიამოვნებას მივიღებ.
წინა ჩხუბში, როცა შონ ო'მალი ნაადრევად დავაფინიშე, რაღაც დამაკლდა. მინდოდა მეტი დარტყმა, მეტი თეიქდაუნი... - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
მერაბ დვალიშვილმა 5 შემთხვევითი მებრძოლი სოციალურ მედიაში აქტიურობის მიხედვით დაალაგა (იგულისხმება ვინ იყენებს უკეთ სოც.ქსელებს პოპულარობისთვის). მერაბ დვალიშვილის ხუთეული ასეთია:
1. ალექსანდრ ვოლკანოვსკი
2. შონ ო'მალი
3. ალექს პერეირა
4. მერაბ დვალიშვილი
5. კორი სენდჰეგენი
მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლა 5 ოქტომბერს, კვირას, გამთენიისას გაიმართება.