Belive

უმარ ნურმაგომედოვი რეიტინგის პირველი ნომერი გახდა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

დღეს UFC-ს რეიტინგები განახლდა. სიახლეებია მერაბ დვალიშვილის წონაში, სადაც უმარი დაწინაურდა. მეორე ნორმის ნაცვლად, დაღესტნელი ახლა პირველია. ეს დაწინაურება ნურმაგომედოვმა მარიო ბაუტისტასთან გამარჯვების შემდეგ დაიმსახურა.

უმარმა ყოფილ ჩემპიონს შონ ო'მალის გადაასწრო და ახლა მერაბ დვალიშვილთან ყველაზე ახლოს სწორედ ის არის. შეგახსენებთ, რომ უმარისთვის ეს კარიერაში მე-19 გამარჯვება იყო. მას ერთადერთი მარცხი აქვს, რომელიც დვალიშვილთან ბრძოლაში იწვნია.

სხვა სტატიები