Belive

"ბრძოლა ჩანიშნული არ მაქვს" - ჩარლზ ოლივეირა

1 საათის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორი, რომ UFC ილიასა და ჩარლზის რემატჩს გეგმავს. გულშემატკივრები წერენ, რომ თოფურიასა და ჩარლზის რემატჩი BMF ქამარზე შედგება. თუმცა, თავად ბრაზილიელმა ეს ყველაფერი უარყო და ნათლად განაცხადა, რომ ბრძოლა ჩანიშნული არ აქვს.

ამ წელს ბრძოლის ჩატარება მინდა, მაგრამ ჯერ არაფერია ჩანიშნული. მოწინააღმდეგეც კი არ შემოუთავაზებიათ. გულშემატკივრები სხვადასხვა მებრძოლებს ასახელებენ, მაგრამ ბრძოლა არ მაქვს. ვიღაცებმა მნახეს, რომ ვარჯიშს დავუბრუნდი და რაღაცები დააკავშირეს. რეალობა ისაა, რომ წლის ბოლომდე ბრძოლა მინდა. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ

შეგახსენებთ, რომ ილია და ჩარლზი აქამდეც დაპირისპირებიან და იქ "მატადორმა" გაიმარჯვა. თოფურია სწორედ ამ ბრძოლაში გახდა მსუბუქი წონის ჩემპიონი.

სხვა სტატიები