Belive

"UFC-სთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა" - ო'მალი ბრძოლის თარიღის შესახებ

3 თვის წინ სხვა
1 წთ

უკვე დადასტურდა, რომ მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი იბრძოლებენ. ჯერ ეს ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა, მერაბიც და შონიც ღიად ამბობენ, რომ ერთმანეთს შეხვდებიან. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაპირისპირება ლას ვეგასში, Sphere-ში შედგება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯერჯერობით ბრძოლის ოფიციალური თარიღი არ ვიცით. გარდა ამისა, შონ ო'მალი იმასაც ამბობს, რომ ჩხუბთან დაკავაშირებით UFC-სთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყიათ.

Sphere-ს ვარიანტი ძალიან მომწონს. ჭორები სულ მესმის, რომ ვიღაცების ბრძოლის ჩატარებას აპირებენ. იმედი მაქვს ეს მე ვიქნები. მაგრამ, არ ვიცი იქნება თუ არა ჩემი ბრძოლა Sphere-ში. ეს იდეა მას შემდეგ გავრცელდა, რაც მერაბმა ინდოეთის რომელიღაც შოუში ახსენა. დვალიშვილმა ამის შესახებ მხოლოდ იმიტომ ისაუბრა, რომ პირველად ეს იდეა მე გავაჟღერე. ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებს აგვარებენ მაგრამ, იმედი მაქვს განხორციელდება. - განაცხადა შონ ო'მალიმ

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ დანა უაითმა ამის შესახებ ისაუბრა. UFC-ის პრეზიდენტის თქმით, Sphere-ში მერაბისა და შონის ბრძოლის ჩატარება გადაწყვეტილია. უაითის თქმით ამაზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა და ბრძოლა აქ პირველად და უკანასკნელად გაიმართება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული მერაბმა და ილიამ კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხალავთ.

სხვა სტატიები