"ილიას ერთ დარტყმას ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია" - ბას რუტენი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა და დიდების დარბაზის წევრმა ბას რუტენმა ილია-ისლამის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა. ნიდერლანდელი მებრძოლი თვლის, რომ ილიას ერთ დარტყმას ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია. თავის მხრივ, არც ისლამის უნარებს უგულებელყოფს და ამბობს, რომ დიდი ალბათობით ეს ჩხუბი მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა.
ერთ დარტყმას ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია, თუ ილია ამ დარტყმას გაუტარებს. შესანიშნავი ძალა აქვს, რომელიც ყოველთვის შემონახული აქვს. თუმცა, მთავარი ამ მომენტის პოვნაა. მახაჩევი ბრძოლის ყველა ასპექტის კონტროლში ძალიან კარგია. ძალიან რთული დაპირისპირება იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდეს. - განაცხადა ლეგენდარულმა მებრძოლმა
მიუხედავად იმისა, რომ ილია თოფურია ისლამ მახაჩევს იწვევს, დაღესტნელი თავს არიდებს. ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელში დაპირისპირება ილიასა და ჩარლზ შორის უფრო მიდის. მებრძოლებმა სოციალურ ქსელში არაერთხელ მიმართეს ერთმანეთს.