Belive

ჩიტო ვერა თვლის, რომ ო'მალი დვალიშვილს დაამარცხებს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა UFC-მ ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო ჩხუბი "სფეროში", ლას ვეგასში შედგება. ბრძოლის თარიღი სწორედ ის არის, რაც მერაბს სურდა - 14 სექტემბერი.

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ყოფილი მეტოქე მარლონ ვერა თვლის, რომ ო'მალის მერაბს დაამარცხებს. მისი თქმით, დვალიშვილს არც ისე კარგი ნიკაპი აქვს.

ო'მალი მხიარული ბიჭია და ეს ხალხს აბნევს. ისინი ფიქრობენ, რომ არ ვარჯიშობს მაგრამ, შონი ისეთივე პროფესიონალია როგორიც სხვები. გულშემატკივრები მერაბის ყბაზე დარდობენ, რადგან ის ფაქტობრივად ყველამ დააგდო. როცა ჰენრი სეხუდო დაგაგდებს... თუ ო'მალი მერაბს დაიჭერს ბრძოლა დროზე ადრე დასრულდება. - განაცხადა "ჩიტომ" მედიასთან საუბრისას

ეკვადორელი მებრძოლი საკუთარ ჩხუბს ხვალ გამართავს. აბუ-დაბის ღონისძიებაზე მისი მოწინააღმდეგე ბრაზილიელი დეივსონ ფიგერედო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამავე საღამოს ვიხილავთ გურამ ქუთათელაძესაც. მისი მეტოქე ჯორდან ვუჩევინიკი არის. აღნიშნული ბრძოლები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები