"UFC-ში გასახურებელი ბრძოლა არ მჭირდება" - უსმან ნურმაგომედოვი
უსმან ნურმაგომედოვი UFC-ში ამბიციითა და უმაღლესი მიზნებით შესასვლელად ემზადება. PFL-ის მოქმედმა ჩემპიონმა ღიად განაცხადა, რომ ოქტაგონზე ადაპტაციისა თუ „გასახურებელი“ ბრძოლების ეტაპის გავლით დროს არ დაკარგავს და მზადაა, პირველივე დღიდან დივიზიონის მთავარ გოლიათებს დაუპირისპირდეს.
UFC-ში გასახურებელი ბრძოლა არ მჭირდება, რადგან მე ყოველთვის გახურებული ვარ. გამოცდილი ვარ და 5-რაუნდიანი ბრძოლა UFC-ს არცერთ მებრძოლთან პრობლემა არაა. ნებისმიერი მომცენ, არაა პრობლემა. ვინც გინათ ის იყოს: არმანი, ოლივეირა, ჰოლოუეი... მთელი დივიზიონის დამარცხება შემიძლია. - უსმან ნურმაგომედოვი
🚨 Usman Nurmagomedov says he will make a decision on where he will fight next by the end of October 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) September 22, 2026
He also says he can beat anyone in the top 10 at lightweight right now
"I don't need a warm-up fight... I've got the experience. A five-round fight against any UFC fighter?… pic.twitter.com/KsARQiFQVA
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი PFL-ის და Bellator-ის ჩემპიონია. ამ ორგანიზაციებში არასდროს დამარცხებული და ყველა მეტოქესთან უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა. ამჟამად, უსმანს PFL-თან კონტრაქტი აღარ აკავშირებს და მოსალოდნელია, რომ UFC-ში გადავა.