შერიფის მოადგილე 12-ჯერ დაპატიმრებული მებრძოლის პირისპირ
UFC Fight Night 289-ზე, რომელიც თბილისის დროით კვირას გამთენიისას გაიმართება, მეტად საინტერესო და უცნაური ბრძოლა ჩაინიშნა.
თავდაპირველად სედრიკ დუმასის მეტოქე მიკი გოლი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბრძოლამდე ორი დღით ადრე გოლი ტრავმის გამო ჩხუბს ჩაეხსნა, UFC-მ კი მის შემცვლელად დებიუტანტი ლუის ერნანდესი შეარჩია.
საინტერესოა, რომ ერნანდესმა UFC-ის კონტრაქტი ორი კვირის წინ მიიღო. ამერიკელმა Dana White's Contender Series-ში ფინიშით გაიმარჯვა, კვირას კი მისი დებიუტი შედგება ორგანიზაციაში. ვინაიდან ერნანდესმა ბრძოლა ექსტრემალურად მოკლე ვადაში მიიღო, შეხვედრა საშუალო წონის (Middleweight) ნაცვლად ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში (Light Heavyweight) ჩაინიშნა, რათა სპორტსმენს წონის ექსტრემალური დაკლება არ დასჭირვებოდა.
Luis Hernandez, el policía de Miami recién firmado por UFC, se sube al Octágono este sábado como reemplazo de Mickey Gall. Se enfrentará a Sedriques Dumas, el peleador con más arrestos en la historia de UFC. Las historias que nos regala este deporte. #UFCVegas121 pic.twitter.com/CxFu45BWgB
— Fanáticos del MMA GT (@fanaticosMMAGT) September 24, 2026
ეს ორთაბრძოლა ერთი ფაქტის გამო არის საყურადღებო: შერეული ორთაბრძოლების პროფესიონალ სპორტსმენობასთან ერთად, ლუის ერნანდესი სრული განაკვეთით პოლიციელია - ის ფლორიდაში შერიფის მოადგილეა. მისი მეტოქე სედრიკ დუმასს კი, UFC-მდე და UFC-ში ყოფნის დროსაც, კანონთან საკმაოდ სერიოზული და მრავალჯერადი პრობლემები ჰქონია. ფლორიდის შტატის პოლიციის ჩანაწერების მიხედვით, დუმასი 2014 წლიდან მოყოლებული 12-ზე მეტჯერ არის დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით.
დუმასის დოსიეში შედის ბრალდებები ოჯახურ ძალადობაზე, ფიზიკურ თავდასხმაზე, შეიარაღებულ ძარცვაზე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ქონების დაზიანებაზე. 2024 წლის თებერვალში (უკვე UFC-ის მებრძოლის სტატუსით) იგი ფლორიდაში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.