ჰოკიტმა UFC-ს BMF-ის დივიზიონის შექმნა შესთავაზა
ჯოშ ჰოკიტს სურს, რომ 102 კილოგრამამდე BMF დივიზიონის შეიქმნას და UFC-ის რამდენიმე საშუალოწონოსანი უკვე გამოიწვია.
დაუმარცხებელ მძიმეწონოსანს მიაჩნია, რომ ისეთმა მებრძოლებმა, როგორებიც არიან ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი და შონ სტრიკლენდი, საკუთარი თავი 84 კილოგრამამდე წონის დაკლების გარეშე უნდა გამოსცადონ.
მინდა საკუთარი დივიზიონი შევქმნა. მძიმე წონის BMF-ს დივიზიონი, ნამდვილი BMF-ს. ის საშუალოწონოსნები, რომლებიც დივიზიიონის ბულერები არიან შემხვდნენ და ვიბრძოლოთ. შეიძლება ეს იყოს სტრიკლენდი, დუ პლესი ან ხამზატი, მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი დიდი საშუალოწონოსანი, რომელიც უპირატესობას წონის კლებით იღებს. - ამბობს ჯოშ ჰოკიტი
🚨Josh Hokit wants the UFC to introduce a 225-POUND BMF DIVISION where fighters don’t have to cut weight 😳🔥
— FightLuck (@FightluckBet) November 3, 2026
He has his eyes on big middleweights like Khamzat Chimaev, Dricus Du Plessis, and Sean Strickland 👀
🎙️ Via @GamebredFighter pic.twitter.com/UMJxGoOsVg
რჩება მთავარი კითხვა: მიიღებს თუ არა UFC-ის ხელმძღვანელობა ამ იდეას და უპასუხებენ თუ არა ჩიმაევი, დუ პლესი ან სტრიკლენდი მძიმეწონოსნის ღია გამოწვევას.
შეგახსენებთ, რომ ჰოკიტს წინ სატიტულო ბრძოლა ელის. ის სირილ განს დაუპირისპირდება. ფრანგისა და ამერიკელის ჩხუბი UFC 334-ზე 15 ნოემბერს შედგება. ღონისძიება ნიუ-იორკში, ცნობილ Madison Square Garden-ის არენაზე ჩატარდება.