UFC-ს რეიტინგი განახლდა | ცვლილებები ქართველებსაც შეეხო
6 დღის წინ
სხვა
1 წთ
დღეს UFC-ს რეიტინგი ოფიციალურად განახლდა. მაიამიში გამართულმა ღონისძიებამ რამდენიმე ცვლილება გამოიწვია. პირველ ყოვლისა, ორგანიზაციას ახალი ჩემპიონი ჰყავს. ქვემსუბუქ წონას სათავეში კვლავ ალექს ვოლკანოვსკი ჩაუდგა და თოფურია რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ასევე ერთი პოზიციით ჩამოიწია გიგა "ნინძა" ჭიკაძემაც.

მიუხედავად იმისა, რომ თოფურიამ წონის შეცვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, ჯერ მსუბუქ წონაში ჩხუბი არ ჩაუტარებია. ამის გათვალისწინებით, ქართველი მებრძოლი კვლავ ქვემსუბუქი წონის რეიტინგში იქნება.
რაც შეეხება ჭიკაძეს, ის მომავალ ბრძოლას 27 აპრილს, გამთენიისას გამართავს. "ნინძას" მოწინააღმდეგე უგანდელი დევიდ ონამა იქნება.