Belive

ისრაელ ადესანია: "ილია აუცილებლად იპოვის დარტყმის სწორ მომენტებს და დაანოკაუტებს ჩარლზს"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC-ს ლეგენდარულმა ნიგერიელმა მებრძოლმა - ისრაელ ადესანიამ, ერთ-ერთ პოდკასტში, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და წინასწარი პროგნოზიც გააკეთა.

“მგონია რომ ილია აუცილებლად იპოვის დარტყმის სწორ მომენტებს ჩარლზთან. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ რომ მას ხშირად გასდის დარტყმები და მგონია, რომ თოფურია აუცილებლად გამოიჭერს, შემდეგ კი დაანოკაუტებს.

ილია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, მას უდიდესი არსენალი აქვს და ვფიქრობ, რომ კარიერის ბოლოს, მას კარიერის ყველაზე დიდ მებრძოლის წოდებაზე ექნება პრეტენზია..." - ისრაელ ადესანია

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის თოფურია ჩარლზ ოლივეირას ხვდება. გამარჯვების შემთხვევაში "მატადორი" ორი წონის ჩემპიონი გახდება. ბრძოლა ლას ვეგაში არის ჩანიშნული და ჩვენი დროით 29 ივნისის გამთენიას დაიწყება.

სხვა სტატიები