"მერაბთან ჩხუბის შემდეგ, ჭიდაობაში რაღაცები ვისწავლე" - პიოტრ იანი
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
Submission Radio-სთან ინტერვიუში პიოტრ იანმა სუპერმსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბზე ისაუბრა. ის თვლის, რომ დვალიშვილი ო'მალისთან ფავორიტია. მიუხედავად ამისა, რუსმა მომავალ მეტოქედ შონ ო'მალი ისურვა.
ყველამ იცის, რომ UFC ო'მალის საჩუქრებს აძლევს. ჩემი აზრით, სატიტულო ჩხუბში შანსები 70/30-ზეა, მერაბის სასარგებლოდ. შონს კარგი დატყმა აქვს და შეუძლია მერაბს კრივში აჯობოს, თუმცა მაინც დვალიშვილი მოიგებს.
ჩემთვის შონთან ჩხუბი მეტად საინტერესო იქნება. ორივე სტრაიკერები ვართ და გულშემატკივარს მოეწონება. მერაბთან ჩხუბის შემდეგ, ჭიდაობაში რაღაცები ვისწავლე და ყველაფერი სხვაგვარად იქნება. - განაცხადა პიოტრ იანმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონის ჩხუბი 8 ივნისს გაიმართება. ეს დაპირისპირება UFC 316-ზე შედგება და საღამო მთავარი ბრძოლა იქნება.