Belive

UFC-ს მებრძოლებიდან დოპინგზე 2025 წელს ყველაზე მეტჯერ მერაბი შეამოწმეს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის გასაოცარი გამძლეობის შესახებ ყველას მოგვეხსენება. დვალიშვილი ამ უნარით მხოლოდ MMA-ში კი არა, არამედ მთელს სპორტის სამყაროშია გამორჩეული. ხშირად ათლეტები ასეთ კონდოციამდე მისასვლელად აკრძალულ ნივთიერებებს იყენებენ. იმისათვის, რომ სპორტსმენებმა დოპინგი არ გამოიყენონ, არსებობს სპეციალურ კომისიები, რომლებიც სპორტსმენებს სისხლის ანალიზს უტარებენ. არაა გასაკვირი, რომ დვალიშვილი ერთ-ერთი მთავარი ინტერესის ობიექტია. 2025 წელს დვალიშვილი 10-ჯერ შეამოწმეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

View this post on Instagram

A post shared by MMA Content (@mmaspear)

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს წინ კორი სენდჰეგენთან ბრძოლა ელის. საჩემპიონო ჩხუბი 5 ოქტომბერს გამთენიისას დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ მერაბი გაიმარჯვებს, "მანქანა" საკუთარ ტიტულს მესამედ დაიცავს.

სხვა სტატიები