"ქვესაშუალო წონაში ილიასგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვგრძნობ" - ისლამ მახაჩევი
13 საათის წინ
სხვა
1 წთ
ისლამ მახაჩევი ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა. ბუნებრივია, რომ მახაჩევმა თოფურიაზეც ისაუბრა. ამჯერად, 77 კილოგრამში მათ პოტენციურ ჩხუბზე ჰკითხეს. ისლამი თვლის, რომ ქვესაშუალო წონაში "მატადორი" ისეთივე საშიში არ იქნება და მასთან ჩხუბი არცერთ მებრძოლს გაუჭირდება.
ვფიქრობ, 77 კილოგრამში ბევრი საშიშია მებრძოლია. გასაკუთრებით დამრტყმელები. მაგალითად მორალესი, ყველა თავისი დარტყმით მეტოქეებს აძინებს. თუ მოწინააღმდეგის წინ დადგები და დარტყმებს მიიღებ, ყველა საშიში იქნება. თუმცა, არ მგონია რომ თოფურია ისეთივე საშიში იქნება 77-ში, როგორიც 70 კილოშია. მიზეზი ისაა, რომ ზომა, წონა და სიმაღლე განსხვავებულია. ნებისმიერი ქვესაშუალო წონის მებრძოლისთვის თოფურიასთან ჩხუბი მარტივი იქნება. ქვესაშუალო წონაში ილიასგან ვერანაირ საფრთხეს ვერ ვგრძნობ. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონია. მან ტიტულისთვის ჩხუბში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა.
დიდი ხანია ილიას ისლამთან ჩხუბი უნდა და ამის გამო წონაც შეიცვალა. თოფურია 70 კილოგრამში გადავიდა და მსუბუქ დივიზიონშიც ჩემპიონი გახდა.