"ნუ ამბობთ, რომ ბრძოლა გინდათ, როცა ეს ტყუილია" - ჩარლზ ოლივეირა
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩარლზ ოლივეირა UFC-ს მებრძოლებს საყვედურობს. მოწინააღმდეგის გარეშე დარჩენილი ბრაზილიელი აშკარად გაბრაზებულია.
ყველამ იცის, რომ ჩემი UFC Rio-ს ბრძოლა გაუქმდა. არ დაიჯეროთ ის საუბრები რაც გესმით. ეს ბიჭები ამბობდნენ: "აქ ვარ, მე წავალ", როცა UFC რეკავს ყველა უარზეა. ამბობენ, რომ დრო არ აქვთ და წონას ვერ ჩააბარებენ. ამ ყველაფერს ისინი ინტერნეტში აქვეყნებენ, რომ ყურადღება მიიქციონ. შეჩერდით, ეს ცუდად ჩანს. ბევრი ლაპარაკობს და როცა UFC ურეკავთ ამბობენ, რომ მუცელი სტკივათ, თითი აქვს მოხეტიხილი ან ხელი დაზიანებული. საკმარისია, ეს ძალიან ცუდად ჩანს. მე მინდა რიოში ჩხუბი, ეს ვითხოვე, ოპონენტი დაზიანდა და ახლა 10 ბიჭი გამოჩნდა, რომელთაც ბრძოლა უნდათ. UFC-ს ზარის შემდეგ კი, ყველა უარს ამბობს. ასე რომ, შეწყვიტეთ საუბარი. გინდა დიდება? მაშინ სხვა საქმე აკეთეთ. ნუ ამბობთ, რომ ბრძოლა გინდათ, როცა ეს ტყუილია. - განაცხადა ოლივეირამ
Charles Oliveira blasts fighters for publicly asking for UFC Rio spot, but turning down when offered:
— MMA Fighting (@MMAFighting) September 21, 2025
"I saw one saying this, another saying that, but when the UFC calls, what do they say? ‘Oh, I can’t. I got a bellyache. I broke a finger. I hurt my hand.'"
(🎥 @guicruzzz) pic.twitter.com/XYjADuIdy1
შეგახსენებთ, რომ ჩარლზ ოლივეირას მოწინააღმდეგე რაფაელ ფიზიევი უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა ტრავმა მიიღო "Do Bronx" მეტოქის გარეშეა. UFC Rio 12 ოქტომბერს არის ჩანიშნული.