Belive

"UFC-ს ჰოკიტთან რემატჩის ჩანიშნვა სურს" - განის მწვრთნელი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს მძიმე წონის ჩემპიონის სირილ განის მწვრთნელი ფერნანდ ლოპესი სამომავლო გეგმებსა და ორგანიზაციის ინტერესებზე საუბრობს. მისი თქმით, UFC-ს სურს, რომ ფრანგ მებრძოლს ჯოშ ჰოკიტთან განმეორებითი ბრძოლა ჩაუნიშნოს, თუმცა ამ ეტაპზე ორგანიზაციას ტომ ასპინალისთვის მიცემული პირობა აფერხებს. ლოპესის განმარტებით, ჰოკიტის ამერიკული წარმომავლობა და მედიაში მისი პოპულარობა რემატჩს ფინანსურად ბევრად უფრო მომგებიანს ხდის.

მათ სურთ ჰოკიტთან რემატჩის ჩანიშვნა, მაგრამ ერთი პრობლემა აქვთ, რადგან ტომს მტკიცე პირობა მისცეს. ასპინალთან ბრძოლა კარგი იქნებოდა, თუმცა ვფიქრობ, სწორედ ჰოკიტია ის ადამიანი, რომელიც ცოტა მეტი ფულის გამომუშავებაში დაგვეხმარება. ვფიქრობ, იმის გამო, რომ ის ამერიკელია და მედიის ყურადღების მიპყრობის კუთხით ძალიან კარგად იმუშავა. ორგანიზაციას ამ ბრძოლის გამართვა ნამდვილად სურს. ახლა ისინი უბრალოდ ელოდებიან, როდის მისცემს ვინმე საბაბს, რომ თქვან: 'ო, მოიცადე, შენ ისევ ვერ ჩხუბობ? კარგი. ო, პერეირა, ტრავმა გაქვს? კარგი.' ისინი ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რაც კი გამოჩნდება. - ამბობს სირილ განის მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ სირილ განმა ქამარი სწორედ ჯოშ ჰოკიტის წინააღმდეგ დაიცვა. ნიუ-იორკში ჩატარებული ბრძოლა ფრანგის უპირატესობით წარიმართა და მოსალოდნელი შედეგიც დადგა. ჩხუბის შემდეგ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ ჰოკიტს პერეირა დაუპირისპირდებოდა, მაგრამ ჯერ დადასტურებული არაფერია.

სხვა სტატიები