IJF-მა მსაჯების შეცდომა აღიარა | მაიდოვს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი გადაეცემა
2026 წელს ბაქოში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე განვითარებულმა მოვლენებმა მოულოდნელი შემობრუნება მიიღო - სერბეთის ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 90 კგ წონით კატეგორიაში სერბ ნემანია მაიდოვს ბრინჯაოს მედალი გადაეცეს.
მაიდოვმა გასულ მსოფლიოზე მე-5 ადგილი დაიკავა - ბრინჯაოს ფინალში მურად ფატიევთან დამარცხდა დამატებით დროში. თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე წუთითა და 15 წამით ადრე სერბს აშკარად გდება არ ჩაუთვალეს.
მართალია IJF-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა აღიარა მსაჯების შეცდომა და მაიდოვს ბრინჯაოს მედალი გადასცა, თუმცა უცნობია რა ბედი ელის ფატიევის მედალს - ჩამოართმევენ თუ დაუტოვებენ, რადგან სადავო გდება ძირითად დროში შეასრულდა, შეფასების შემთხვევაში კი აზერბაიჯანელს წუთზე მეტი ექნებოდა სიატუაციის გამოსასწორებლად.
世界選手権、マイドフ選手の技有り認められて🥉獲得の件だけど、相手選手そのままで両者🥉獲得&ポイント獲得&賞金獲得のめでたしめでたしということねhttps://t.co/NyJkKWD4mz
— Jun🥋 (@Jun10884015) November 17, 2026
ასე და ამგვარად, 30 წლის სერბ ძიუდოისტს მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 მედალი დაუგროვდა. მაიდოვმა 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2019 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 და 2026 წლებში კი მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.