Belive

UFC Roster: "გიგა ჭიკაძე UFC-ის მებრძოლი აღარაა"

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის გამოცდილი ვეტერანი, გიგა ჭიკაძე იმ სამ მებრძოლს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ორგანიზაცია ცოტა ხნის წინ დატოვეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, „დანა უაითის კონტენდერ სერიიდან“ (Dana White’s Contender Series) ახალი მებრძოლების მასობრივი შემოდინების ფონზე, პრომოუშენს ვეტერანების გაშვებით ადგილების გამოთავისუფლება უწევს - სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ჭიკაძესაც შეეხო.

UFC-მ კიდევ 3 მებრძოლი გაათავისუფლა

„UFC Roster Watch“-ის მონაცემებით, ორგანიზაციამ კონტრაქტი გიგა ჭიკაძესთან და ქვემსუბუქი დივიზიონის კიდევ ორ წარმომადგენელთან: უილიამ გომისთან და დუგლას სილვა დე ანდრადესთან გაწყვიტა.

UFC-ის შემადგენლობის მონაცემთა ბაზის თანახმად, ეს სამი მებრძოლი ორგანიზაციის რიგებში აღარ ირიცხება: უილიამ გომისი (15-4), გიგა ჭიკაძე (15-7) და დუგლას სილვა დე ანდრადე (29-7) - ვკითხულობთ MMA გვერდის სტატიაში

ამ სამეულიდან ყველაზე დიდი დანაკლისი, უდავოდ, ჭიკაძეა - მებრძოლი, რომელიც თავისი მძიმე, გამანადგურებელი დარტყმებით იყო გამორჩეული. თუმცა, მისი ასაკისა (38 წელი) და ბოლო დროს განცდილი წარუმატებელი სერიის გათვალისწინებით, ორგანიზაციიდან მისი გაშვება დიდ მოულოდნელობას მაინც არ წარმოადგენს. გიგა ერთ-ერთი პირველი ქართველი მებრძოლი იყო, რომელმაც UFC-ის პოპულარობას უდიდესი ბიძგი მისცა საქართველოში.

სხვა სტატიები