ალექსანდრე თოფურია UFC-ში პირველად დამარცხდა
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა ჩაატარა და სამწუხაროდ, მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ალექსანდრეს UFC-ში აქამდე ბექზატ ალმახანი და კოლბი თიკნესი ჰყავდა დამარცხებული (ორივე მსაჯების გადაწყვეტილებით), თუმცა ამჯერად, მსაჯების შეფასებით, თავად დათმო ბრძოლა.
მთელი ბრძოლა დგომში წარიმართა და დარტყმების რაოდენობით, მექსიკელ მებრძოლს, უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა - პირველ რაუნდში თოფურიამ მეტოქე დაანოკდაუნა (სავარაუდოა, რომ სწორედ ამიტომ მისცეს მსაჯებმა პირველი რაუნდი თოფურიას).
ახლა ალექსანდრეს რეკორდი 7 მოგება და 2 მარცხია (პროფესიონალურ MMA კარიერაში), ხოლო მისმა მეტოქემ, ლუნამ, მეცხრე გამარჯვვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ არის დამარცხებული.
A close contest ⚔️
— UFC (@ufc) November 21, 2026
Santiago Luna wins the battle against Aleksandre Topuria by split decision!
[ #UFCQatar | LIVE NOW on @ParamountPlus ] pic.twitter.com/0pAoPSuHLH