Belive

UFC LONDON | ილია თოფურიას მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ სხვა
2 წთ

ილია თოფურია ოქტაგონს ახალ წონით კატეგორიაში უბრუნდება. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UFC LONDON-ის ივენთზე, ილია თოფურია (11-0) ჯაი ჰერბერტს (11-3) დაუპირისპირდება. ივენთი 19 მარტს გაიმართება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც "მატადორს" მსუბუქ წონით კატეგორიაში ვიხილავთ. მიმდინარე წლის იანვარში "მატადორი" UFC 270-ზე მოვსარ ევლოევს უნდა დაპირისპირებოდა. თოფურიასა და ევლოევს შორის გასამართი ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა. ბრძოლის ჩაშლის მიზეზად, რუსი მებრძოლის კორონავირუსით დაინფიცირება დასახელდა. ევლოევის შემცვლელად კანადელი შარლ ჟორდენი დასახელდა, თუმცა ილიას წონის კლებისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც ის კანადელ მეტოქეს ვეღარ დაუპირისპირდა.

UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, ილია თოფურიამ 3 ბრძოლა გამართა და სამივე შემთხვევაში გაიმარჯვა. ჯაი ჰერბერტი Cage Warriors-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, თუმცა UFC-ის ეგიდით გამართულ 3 ბრძოლაში მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლო. UFC LONDON-ის ივენთის მთავარი ბრძოლა ალქსანდრ ვოლკოვსა და ტომ ასპინალს შორის გაიმართება. ამავე ივენთზე პადი პიმბლეტი კაზულა ვარგასის დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები