ილია თოფურიას გამარჯვება სერხიო რამოსმა მიულოცა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
დღეს UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ამერიკელი მეტოქე, ბრაის მიჩელი დაამარცხა.
,,მატადორს'' გამარჯვება ,,პარი სენ ჟერმენის'' მცველმა, სერხიო რამოსმა მიულოცა, რომელმაც ინსტაგრამის პირად გვერდზე თოფურიას მოგების ვიდეო გამოაქვეყნა: ,,გილოცავ, ძმაო'' - დაწერა ესპანელმა ვარსკვლავმა და ილია თოფურია მონიშნა.
თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში მე-13, UFC-კი მე-5 გამარჯვება მოიპოვა. UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილზე გადაინაცვლებს.