Belive

"შესაძლოა ილიამ მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში გაიაროს" - მერაბ დვალიშვილი

12 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ თოფურიამ შესაძლო მომავალი ჩხუბის მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში ჩაატაროს. მერაბის თქმით, ეს თავად ილიამ პირადი საუბრის დროს უთხრა.

როცა ილია საკუთარ ბრძოლას დააანონსებს, ესპანეთში ჩავალ და მომზადებაში დავეხმარები. შესაძლოა მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში გაიაროს. ეს მითხრა, როდესაც ესპანეთში ვიყავი. - განაცხადა მერაბმა ნინა დრამას სტრიმზე
View this post on Instagram

A post shared by MMA Pros Pick (@mma.pros.pick)

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია. ამ დროისთვის 70 კილოგრამის დროებით ქამარს ჯასტინ გეიჯი ფლობს. მოსალოდნელია, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება თეთრ სახლში შედგეს.

სხვა სტატიები