Belive

UFC-ის ცხელი ზაფხული - საჩემპიონო ბრძოლები ივლისსა და აგვისტოში

1 წლის წინ სხვა
3 წთ

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მოყვარულებს ცხელი ზაფხული ელით. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში UFC-ის ორი გამორჩეული ივენთი გაიმართება, რომელშიც საჩემპიონო ბრძოლებთან ერთად, რამდენიმე განსაკუთრებული დაპირისპირებაც შედგება.

ცხელი ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული საღამო 30 ივლისს, სოლთ ლეიქ სითიში გაიმართება. UFC 291-ის ივენთზე საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ, რომელშიც დასტინ პორიესა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება შედგება. მსუბუქი წონითი კატეგორიის ორი სახელოვანი მებრძოლის დაპირისპირება ივენთის მთავარი სანახაობაა, თუმცა, მათი ბრძოლის პარალელურად, რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირებაც შედგება.

UFC 291 მეინ ქარდი

პორიე Vs. გეიჯი

ბლაჰოვიჩი Vs. პერეირა

კოსტა Vs. ალისკეროვი

ფერგიუსონი Vs. გრინი

კიეზა Vs. ჰოლანდი

სოლთ ლეიქ სითის შემდეგ, UFC-ს მორიგ განსაკუთრებულ საღამოს ბოსტონი უმასპინძლებს. 20 აგვისტოს, ლეგენდარულ "TD Garden"-ში, UFC 292-ის ივენთი გაიმართება, სადაც ორ საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ.

მეინ ქარდზე განსაკუთრებულ ინტერესს ალჯამაინ სტერლინგისა და შონ ო'მალის საჩემპიონო დაპირისპირება იწვევს. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი და მეგობარი ალჯამაინ სტერლინგი სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამრის დაცვას, დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მებრძოლის წინააღმდეგ შეეცდება.

სტერლინგისა და ო'მალის დაპირისპირება ერთადერთი საჩემპიონო ბრძოლა არაა - ამავე ივენთზე, საჩემპიონო ქამრის დაცვას ვეილი ჟანგი შეეცდება, რომელიც ბრაზილიელ ამანდა ლემოსს დაუპირისპირდება.

ქართველი მებრძოლები

UFC-ის ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი თანამემამულეების ასპარეზობა იწვევს.

ამ დროისათვის ოფიციალურად დადასტურებული ბრძოლა მხოლოდ ილია თოფურიას აქვს. 24 ივნისს, UFC FIGHT NIGHT-ის ივენთი ფლორიდის შტატში - ჯექსონვილში გაიმართება, სადაც "მატადორი" ჯოშ ემეტის დამარცხებას შეეცდება. დივიზიონის რეიტინგში თოფურია მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო ემეტი რეიტინგის მე-5 ნომერია.

სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგის ნომერ პირველმა ნომერმა და ერთ-ერთმა მთავარმა საჩემპიონო კანდიდატმა მერაბ დვალიშვილმა ხელზე ოპერაცია ჩაიტარა, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზაფხულში დვალიშვილის ოქტაგონზე ხილვა გამორიცხულია.

2023 წლის ივლისში ან აგვისტოში, ოქტაგონს დაუბრუნდეს შესაძლოა გიგა ჭიკაძე დაუბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია გიგა ჭიკაძისთვის (14-3) შესაძლო მეტოქის შერჩევაზე აქტიურად მუშაობს და ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ბრაიან ორტეგა (15-3) განიხილება.

34 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა, უკანასკნელი ბრძოლა წელიწადზე მეტი ხნის წინ გამართა. 

რომან დოლიძისა და გურამ ქუთათელაძის მომავალ ბრძოლებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

სხვა სტატიები