"მისი გამძლეობა უბრალოდ საოცარია" - ჰენრი სეხუდო
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
18 თებერვალს მერაბ დვალიშვილი UFC 2 წონის ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა. ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვებით მერაბმა სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერი დაიმსახურა. გარდა ამისა, დანა უაითმა დაადასტურა, რომ დვალიშვილი სატიტულო ბრძოლას აუცილებლად მიიღებს.
ჰენრი სეხუდომ მერაბისთან ბრძოლას ხელახლა უყურა და ეს საკუთარ YouTube არხზეც გამოაქვეყნა.
ბრძოლა საშინლად წავიდა. თუმცა, ახლა ვერაფერს შევცვლი. მხოლოდ ის დამრჩენია, რომ ამ მარცხისგან ვისწავლო. რაუნდების მიმდინარეობისას ბევრი რამ გავაკეთე, რაც საჭირო არ იყო. ამაზე უნდა ვიმუშავო. გამარჯვება მერაბს დარჩა. ის მარკეტინგის თვალსაზრისით საოცრად მუშაობს. მერაბს თავისი იუმორი აქვს, რომელიც ხალხს ძალიან მოსწონს. მისი შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის იქნება. "ჩიტოსა" და ო'მალის შორის ვინც არ უნდა მოიგოს, მას მერაბი მარტივად დაამარცხებს. ახლა მისთვის მშვენიერი დრო არის, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ