Belive

"არ ვნანობ, ეს გამოწვევა იყო და მე მიყვარს გამოწვევები" - მერაბი იანთან ჩხუბზე

8 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ჩხუბზე ისაუბრა. ის წელიწადში მეოთხე საჩემპიონო ჩხუბის ჩატარებას არ ნანობს.

არაფერს ვნანობ. ასეთი ვარ, მომწონს გამოწვევები და ჩემთვის ესეც გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ პიოტრი ჩემთვის რთული მეტოქე იქნებოდა. ვიცოდი, რა იყო საჭირო მის დასამარცხებლად. ხალხს ეს ბრძოლა ძალიან მოეწონა. მე მებრძოლი ვარ და მიხარია, რომ ეს ჩხუბი ავიღე. - განაცხადა მერაბმა

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ტიტული სწორედ იანთან ჩხუბში დაკარგა. 5-რაუნდიანი დაპირისპირება მსაჯებმა პიოტრის სასიკეთოდ გადაწყვიტეს და დვალიშვილის მეოთხე სატიტულო დაცვის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩდა.

სხვა სტატიები