Belive

UFC ილია თოფურიას დაბრუნების სავარაუდო თარიღზე მუშაობს

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია ვარჯიშს უკვე დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ, ამის შესახებ თავად "მატადორმა" სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC 305 ავსტრალიაში, პერტში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საღამოს მთავარ ბრძოლაზე დანა უაითი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. პირველი ისრაელ ადესანიას საჩემპიონო შეხვედრაა, რომელსაც დრიკუს დუ პლესის წინააღმდეგ გამართავს. თუ Izzy სამხრეთ აფრიკელს დაამარცხებს, საშუალო წონის ჩემპიონის ქამარსაც შემოირტყამს.

მეორე ვარიანტი კი ალექს ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას რევანშია. ეს დაპირისპირება საკმაოდ ლოგიკურია, რადგან "ვოლკმა" რემატჩი ოქტაგონზევე მოითხოვა. ჩემპიონობიდან რამდენიმე დღეში ილიამ განაცხადა, რომ ავსტრალიელს რევანშის შანსს აუცილებლად მისცემდა, ოღონდ ჯერ კარგად უნდა დაესვენა.

თოფურიას ოცნება ქამრის ესპანეთში დაცვის შესახებ თითქმის გამოირიცხა. მიმდინარე წლის ღონისძიებები უკვე დაგეგმილია. ერთადერთი ვაკანტური ადგილი ინგლისმა უკვე დაიკავა. სავარაუდოდ, 2025 წლამდე UFC ევროპაში აღარ დაბრუნდება.

სხვა სტატიები