Belive

UFC FIGHT NIGHT | უიტეკერი Vs. ჩიმაევი

3 თვის წინ სხვა
3 წთ

22 ივნისს საუდის არაბეთი UFC-ის ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს. ამ საღამოს აფიშაც შესაბამისი აქვს. მთავარი ბრძოლა საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონ, რეტინგის მესამე ნომერს - რობერტ უიტეკერსა და დაუმარცხებელ მე-10 ნომერს - ხამზატ ჩიმაევს შორის გაიმართება.

როგორც დანა უაითი ამბობს,  ამ ბრძოლაში გამარჯვებული საშუალო წონის ნომერ პირველი კონტენდერი გახდება. შეგახსენებთ, რომ საშუალო წონის ჩემპიონი დრიკუს დუ პლესია და ჩიმაევი-უიტეკერს შორის გამარჯვებულიც სწორედ მას შეხვდება.

გულშემატკივრებს, რომელთაც კონტენდერის გამოსავლენ ბრძოლაზე დასწრება და UFC-ის სანახაობრივი ივენთის ყურება სურთ, ბილეთების შეძენა აღნიშნულ ბმულზე შეეძლებათ.

ავსტრალიელმა მებრძოლმა ბოლო ჩხუბი პაულო კოშტას წინააღმდეგ გამართა. რობერტმა და კოშტამ რვაკუთხედში მშვენიერი სანახაობა დადგეს და გამარჯვება ავსტრალიელის მხარეს წავიდა. უიტეკერისთვის ეს მოგება კარიერაში რიგით 26-ე იყო. იმისათვის, რომ ყოფილმა ჩემპიონმა ოქტაგონზე ხელი 27-ედ აწიოს ხამზატ ჩიმაევის დამარცხება მოუწევს. ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია, თუმცა, როგორც ლეგენდარული GSP ამბობს, უიტეკერს ხამზატისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.

როგორც ზემოთ ვახსენე, რობერტის მოწინააღმდეგე წინაზე ბევრად უფრო რთულია, თუმცა, საჩემპიონო ქამრისკენ მიმავალი გზა მარტივი არასდროს არის. ნაცნობ ქამრამდე მიახლოვებაში ხელს ხამზატი შეუშლის. მშიერი „მგელი“, რომელიც საკუთარი დომინაციით ყველას აკვირვებს. 13-0 ეს არის კავკასიელი მებრძოლის რეკორდი, რომელიც არაბთა საემიროების სახელით გამოდის. გულშემატკივრის მხარდაჭერა, რომ ხამზატის მხარეს იქნება ეს უკვე ცხადია, თუმცა, საქმე 5 რაუნდიან ბრძოლას ეხება. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ჩიმაევის გამძლეობა 5-რაუნდიანი ბრძოლისთვის მზად არ არის. საპირისპიროს ამტკიცებს თავად ჩიმაევი, რომლის თქმითაც მთავრი ბრძოლის ჩასატარებლად 100%-ით მზად არის.

როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ორივე მებრძოლი, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისხლიანი ბრძოლა გარანტირებული გვაქვს. ოქტაგონზე ორი მკვლელი გამოვა, რომლებიც ერთმანეთის „დასალეწად“ ყველაფერს გააკეთებენ. საინტერესოა, ვინ მოიგებს, ყოფილი ჩემპიონი, რომელსაც ქამრის დასაბრუნებლად ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს თუ ყველაზე საშიში მებრძოლი, რომელიც უკვე წლებია ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე მეტოქეებს მიწასთან ასწორებს?!

სხვა სტატიები