Belive

შონ ო'მალიმ უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქვემსუბუქი წონის 'მეფე' მერაბ დვალიშვილია, თუმცა რა ხდება პრეტენდენტებს შორის? მერაბს ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს (რეიტინგის მესამე ნომერ პიოტრ იანთან, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს). პირველმა ნომერმა, უმარ ნურმაგომედოვმა უკანასკნელი ბრძოლა რამდენიმე კვირის წინ მოიგო (მარიო ბაუტისტასთან) და ოქტაგონიდან განაცხადა, რომ მზადაა, იანსა და დვალიშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდეს. საკუთარი პრეტენზიები აქვს შონ ო'მალისაც - რეიტინგის მეორე ნომერმა უკანსკნელი 2 ბრძოლა მერაბ დვალიშვილთან წააგო, თუმცა სანამ უმარი ჩემპიონობისკენ გაიწევს, ლოგიკურია, რომ ო'მალის უმართან ბრძოლა სურს.

უმარი ძალიან ძლიერია. დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო. ვისთან უნდა იბრძოლოს? ბრძოლა დაგეგმილი არ მაქვს.

მას ძალიან კარგი გუნდი უჭერს მხარს. გამოცდილია, კარგად ურტყამს და ჭიდაობს. ნიჭიერია. ვფიქრობ, ის დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამჟამად სიტუაცია საკმაოდ საინტერესოა. ვისთან უნდა იბრძოლოს შემდეგ? ბრძოლა დაგეგმილი არც მე მაქვს და არც მას. - განაცხადა შონ ო'მალიმ

დივიზიონში სიტუაცია მართლაც საინტერესოა - მერაბმა თავისი წონა მთლიანად გაასუფთავა და ახლა მეორე წრეზე მიდის (მოუგო ო'მალის/2-ჯერ, უმარ ნურმაგომედოვს და პიოტრ იანს). იმ შემთხვევაში, თუ მერაბი იანს მეორედ დაამარცხებს, უმარს პირდაპირ ქამარზე ჩხუბი უნდა, თუმცა გაცილებით ლოგიკური იქნებოდა ის, რასაც ო'მალი ითხოვს.

სხვა სტატიები