Belive

ხამზატ ჩიმაევმა საჩემპიონო ბრძოლა მიიღო

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონაში სულ მალე კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა შედგება. UFC 319-ზე, 16 აგვისტოს, ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი ჩიკაგოში, იუნაიტედ ცენტრში, დაუმარცხებელ ხამზატ ჩიმაევს დაუპირისპირდება.

დუ პლესიმ (23:2) ჩემპიონის ტიტული მეორედ UFC 312-ზე, თებერვალში დაიცვა. მან ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი დომინანტური სტილით დაამარცხა. იქამდე ერთი დაცვა ისრაელ ადესანიასთან ჰქონდა, ტიტული კი 2024 წლის იანვარში, UFC 297-ზე, სტრიკლენდის პირველი დამარცხებით მოიპოვა.

ხამზატ ჩიმაევმა (14:0), უკანასკნელი ბრძოლა, ყოფილ ჩემპიონ რობერტ უიტეკერთან პირველივე რაუნდში გამარჯვებით დაასრულა. UFC 312-ზე, დუ პლესსა და სტრიკლენდს შორის რემატჩამდე, დუ პლესმა განაცხადა, რომ მას ჩიმაევთან დაპირისპირება ერჩივნა, რადგან დაღესტნელი ამას უფრო მეტად იმსახურებდა - ეს ბრძოლა აგვისტოში მაინც შედგება.

სხვა სტატიები