Belive

"UFC ესპანეთში 2024 წელს ჩამოვა" - ილია თოფურია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას UFC-ში გადასვლის შემდეგ, MMA ესპანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლა, როცა "მატადორი" საჩემპიონო ქამრისთვისაც იბრძვის, ესპანეთში UFC-ის გაყიდვები საოცრად იზრდება.

ილია ხშირად ამბობდა, რომ სურდა ერთხელ შინაურ კედლებშიც ეჩხუბა და როგორც ჩანს, ამასთან არც ისე შორს არის.

UFC ესპანეთში 2024 წელს ჩამოვა. ეს ფაქტია. ჩვენ ამის შესახებ რამდენჯერმე ვისაუბრეთ. ამ პროექტით ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ის სხვა ესპანელ სპორტსმენებს თავიანთი ხალხის წინაშე წარსდგომაში დაეხმარება. მე ამას სიამოვნებით გავაკეთებდი. ჩემი ხალხის წინაშე ბრძოლა მენატრება. იმედი მაქვს, ეს ბრძოლა კონორთან იქნება. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი UFC-ის ქამრისთვის იბრძოლებს. თბილისის დროით 18 თებერვალს, ილია თოფურია ალექს ვოლკანოვსკის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის შეერკინება. ავსტრალიელი ძალიან დიდი ხანია რაც ამ დივიზიონში დომინირებს და საკუთარი ქამარიც 5-ჯერ დაიცვა.

ამავე საღამოს იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ყოფილი ორმაგი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო იქნება.


სხვა სტატიები