" მინდა კარიერა მწვერვალზე მყოფმა დავასრულო" - ფრენსის ნგანუ
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი ფრენსის ნგანუ MMA-ს დაუბრუნდა. კრივში გამართული 2 ბრძოლის შემდეგ, კამერუნელი PFL-ში რენან ფერეირას დაუპირისპირდება. თუმცა, როგორც თავად მებრძოლი ამბობს დრო მის სასიკეთოდ აღარ მუშაობს.
ფრენსისმა ერთხელ უკვე გადაწყვიტა კარიერის დასრულება, როცა 15 თვის შვილი გარდაეცვალა. ახლა ის სრულად არის სპორტში ჩართული და საკუთარ მომავალზეც ისაუბრა.
კრივში დაბრუნება კიდევ ერთხელ მსურს. 38 წლის ახლახან გავხდი და როცა 41-42 წლის ვიქნები კარიერასაც დავასრულებ. შესაძლოა ეს 40 წლისამაც გავაკეთო, ყველაფერი გარემო-პირობებზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ოქტაგონზე და რინგზე გატარებული დროით უნდა ვისიამოვნო, ბოლო ბრძოლა გავმართო და სახლში წავიდე. მძიმეწონოსნებს დიდხანს შეუძლიათ ბრძოლა. დენ ჰენდერსონი 46 წლის იყო, როცა ბისპინგს შეხვდა. გლოვერ ტეიშეირა 42 წლის ასაკში ჩემპიონი იყო. მინდა სპორტი იქამდე დავტოვო, ვიდრე თავად სპორტი მიმატოვებს. მინდა კარიერა მწვერვალზე მყოფმა დავასრულო. - განაცხადა ნგანუმ MMA Junkie-სთან საუბრისას
ნგანუს კარიერაში 20 MMA-ს ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 17-ჯერ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კამერუნელმა კრივის 2 ჩხუბიდან ორივე დათმო.