Belive

"ისლამთან ბრძოლა ჩემთვის ძალიან ადვილი იქნება" - არმან ცარუკიანი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 302-ის შემდეგ, არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევს მარტივად დაამარცხებს.

ისლამმა საკუთარი ქამარი დასტინ პორიეს წინააღმდეგ დაიცვა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში კავკასიელმა მებრძოლმა "ბრილიანტი" ბოლო რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

არმან ცარუკიანს სურს, რომ ქამრისთვის ბრძოლაში შემდეგი თავად იყოს. სომეხ მებრძოლს მახაჩევთან რევანშის აღება სურს.

ეს ჩემთვის ძალიან მარტივი ბრძოლა იქნება. შემიძლია ჩემი ჭიდაობით ძალიან დავღალო. თუნდაც საუკეთესო უნარები გქონდეს, როცა დაღლილი ხარ ვერაფერს აკეთებ. ვოლკანოვსკისთანაც და პორიესთანაც, ორივე 5-რაუნდიან ბრძოლაში ძალიან დაიღალა. იმედი მაქვს ჩემი გამარჯვების მთავარი გზა სწორედ ეს გახდება.

ისლამისთვის ეს საუკეთესო ბრძოლა ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან დაიღალა და საკმაოდ ნელა მოძრაობდა. ეჭვი მაქვს მახაჩევის გამძლეობა საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. მას მხოლოდ ბოლო ბრძოლის გამო არ განვსჯი. წინა ჩხუბებსაც უნდა ვუყურო და ის სერიოზულად უნდა აღვიქვა. ისლამი Pound for Pound-ის ნომერ პირველი მებრძოლი არ არის. დასტინმა ჭიდაობის დაცვა შეძლო და ეს მეც გამომივა. მე ისე მოვემზადები თითქოს ისლამ მახაჩევის საუკეთესო ვარიანტს უნდა შევხვდე. - განაცხადა არმან ცარუკიანმა

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა UFC 300-ზე ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართა. სომეხმა მოწინააღმდეგე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონის ნომერ პირველი კონტენდერი გახდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, ოქტაგონიდან გამოსულ არმანს ისლამთან ბრძოლა შესთავაზეს. თუმცა, ცარუკიანს ბრძოლის თარიღი არ აწყობდა, რადგან აღსადგენად დრო არ ჰყოფნიდა.

არმანი და ისალი UFC-ში აქამდეც შეხვედრილან. ეს ბრძოლა 2019 წელს გაიმართა და მახაჩევის გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები