Belive

"UFC-დან წასვლა ჩემთვის ძალიან რეალურია" - ჯონ ჯონსი

17 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯონ ჯონსს საკუთარი ძალების კრივში მოსინჯვა სურს. "ძვლები" თვლის, რომ მისი უნარებით ბევრ ადამიანს გააკვირვებს. მისი თქმით, UFC-დან წასვლა მისთვის ძალიან მარტივი იქნება.

ვფიქრობ, UFC-ის კონტრაქტისგან თავის დაღწევა ჩემთვის ძალიან, ძალიან რეალურია. უბრალოდ, სწორი ადამიანები უნდა ვიპოვო.

ძალიან მინდოდა კრივში მეცადა ძალები. მთელი ჩემი ენერგია მხოლოდ ხელებზე, კომბინაციებსა და დარტყმის ძალაზე რომ მიმემართა, ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ნამდვილად გავაკვირვებდი. - განაცხადა ჯონ ჯონსმა

ბოლო პერიოდია ჯონ ჯონსს UFC-სთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს. ჯონსს გეგმა ჰქონდა, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე უნდა ებრძოლა, მაგრამ საკმარისი თანხა არ გადაუხადეს. ამ ფაქტით განაწყენებული ჯონსი UFC-დან წასვლას გეგმავს.

სხვა სტატიები