Belive

"ამ განცხადებით უბრალოდ მედიის ყურადღების ქვეშ დაბრუნდა" - გეიჯის მენეჯერი თოფურიაზე

5 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯასტინ გეიჯის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა ილია თოფურიას ხმაურიან განცხადებას უპასუხა. აბდელაზიზის თქმით, ეს ბრალდება ჯასტინისთვის მხოლოდ კომპლიმენტია, რაც მის დარტყმის ძალას უსვამს ხაზს. მენეჯერმა ისიც აღნიშნა, რომ ბრძოლის პროცესს სამი სხვადასხვა კომისია აკონტროლებდა და თოფურიას ეს სვლა კონორ მაკგრეგორის ტაქტიკას შეადარა. ის თვლის, რომ ილიამ არმან ცარუკიანის ბრძოლისგან ყურადღება მისკენ მიაპყრო და საკუთარი სახელი მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ დააბრუნა.

თუ იმის თქმას ცდილობს, რომ მას ხელთათმანებში ქვები ედო, ეს ჯასტინ გეიჯისთვის კომპლიმენტია. ეს ადასტურებს, რომ ძლიერად ურტყამს. ამ განცხადებით თავს ცუდად არ ვიგრძნობ, რადგან ლას ვეგასის და ვაშინგტონის კომისია იქ იყო. ენდი ფოსტერის იქ იყო და გამოდის სამი კომისია ესწრებოდა პროცესს. ეს არმან ცარუკიანის ბრძოლის კვირაში თქვა და მისი ჩხუბიდან ყურადღება 'მოიპარა'. იმავეს აკეთებდა კონორიც. ჩემი აზრით, კარგად გააკეთა, რადგან მედიაში საკუთარი თავი დააბრუნა. - ალი აბდელაზიზი

ამ ბრძოლის მიმართ მითქმა-მოთქმა არ წყდება და რევანშის შესახებ კომენტარები სულ გვესმის. თუმცა, არმანის გამარჯვებამ მსუბუქ წონაში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ახლა სატიტულო ჩხუბს 3 პრეტენდენტი ჰყავს: ილია თოფურია, პადი პიმბლეტი და არმან ცარუკიანი. ამასთან დაკავშირებით ჰენრი სეხუდომ საკუთარი აზრი გამოთქვა.

სხვა სტატიები