Belive

UFC ჩიმაევი-ადესანიას ბრძოლაზე მუშაობს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორები, რომ UFC ისრაელ ადესანიასა და ხამზატ ჩიმაევის ბრძოლაზე მუშაობს. როგორც იწერება, ეს დაპირისპირება საუდის არაბეთის ისტორიულ ღონისძიებაზე მთავარი ბრძოლა იქნება. შეგახსენებთ, რომ UFC საღამო საუდის არაბეთში არასდროს გამართულა.

დანა უაითი გეგმავდა, რომ არაბული საღამო მარტში შემდგარიყო, თუმცა, თარიღმა 23 ივნისს გადაიწია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიხები ორგანიზაციული საკითხებით უკმაყოფილონი იყვნენ მაგრამ, დანა უაითმა ეს ინფორმაცია უარყო.

შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი დაუმარცხებელი მებრძოლია. ის 13-ჯერ გამოვიდა ოქტაგონზე და აქედან მსაჯმა ყოველ ჯერზე მისი ხელი ასწია. ხამზატმა ბოლო ბრძოლა კამარუ უსმანთან ოქტომბერში გამართა, სადაც მეტოქე დაამარცხა და UFC-ში მე-7 გამარჯვება ჩაიწერა.

ბოლოს ისრაელ ადესანია შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ გამოვიდა. ნიგერიელი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა და ქამარიც დაკარგა.

სხვა სტატიები