"ამ ნაძირალას გამოაშკარავება მხოლოდ დროის საკითხი იყო" - მახაჩევი მაკგრეგორზე
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
ქალმა, რომელიც კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სასამართლო დავა მოიგო და ირლანდიელის მხრიდან, კომპენსაციის სახით, $250 000-ს მიიღებს.
აღნიშნულ ფაქტს მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი გამოეხმაურა, რომელიც კონორის დანაშაულში დარწმუნებული იყო.
ამ ნაძირალას გამოაშკარავება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ალკოლოლზე დამოკიდებული, ნარკომანი და პლუს მოძალადე. მენდეთ მასზე კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ. - წერს ისლამი საკუთარ X-ის გვერდზე
It was a matter of time till this filthy bastard be exposed. Alcoholic, drug junkie + rapist. Many more facts to come out, trust me! https://t.co/XTtJ0CJwZk
— Makhachev Islam (@MAKHACHEVMMA) November 23, 2024
სასამართლო პროცესზე, რომელიც ექვს საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დადგინდა, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს სასტუმრო Beacon-ის სხვენში მაკგრეგორს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა სტილისტ ქალთან. აღსანიშნავია, რომ კონორი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.