Belive

სეხუდომ და უსმანმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა შეაფასეს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლამდე თითქმის ერთი კვირა დარჩა. "მანქანას" შანსი აქვს, რომ UFC-ის ქამარი მოიგოს და მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს.

ტრადიციულად, P4P-ის YouTube არხზე ჰენრი სეხუდომ და კამარუ უსმანმა მოახლოვებული ბრძოლები განიხილეს. ყოფილმა ჩემპიონებმა UFC 306-ის განხილვა მერაბისა და შონის დაპირისპირებით დაიწყეს.

- შენ 100%-ით დარწმუნებული ხარ, რომ მერაბი მოიგებს. (კამარუ)
- თუ მერაბი ხელებს მაღლა აწევს... მერაბ შენ მხოლოდ ეს გჭირდება. (სეხუდო)
- მხოლოდ ეს არის საჭირო გამარჯვებისთვის?
- როცა საქმე გრეპლინგს ეხება, ო'მალის ჯერ კიდევ არ აქვს 5-რაუნდიანი გამძლეობა გამომუშავებული.
-ალჯამეინმა მისი ძირს გადაყვანა ვერ შეძლო. ო'მალი მაინც მოახერხა და ალჯამაინს ის დარტყმა გაუტარა. მერაბს შენც კი უპოვე ადგილი დარტყმისთვის და შენი აზრით, შონი ამას ვერ მოახერხებს?
- ის სნაიპერია. მაგრამ, მერაბი არ გაგიჟდება და იმას არ გააკეთებს რასაც ამბობს. ო'მალის ყველაზე კარგი იარაღი ის მუხლია, რომელიც "ჩიტოს" გაუტარა.
- ჩემი აზრით, მერაბს ნამდვილად აქვს შანსი. მაგრამ, თუ ჩემს არჩევანზე მიდგა საქმე მე შონ ო'მალის ავირჩევ.
- მე მერაბ დვალიშვილს ავირჩევ. ამ ბრძოლას მეოთხე ან მეხუთე რაუნდში მსაჯი გააჩერებს. - Pound 4 Pound with Kamaru & Henry

შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და მერაბის ბრძოლა ლას ვეგასში, UFC NOCHE-ზე გაიმართება. სატიტულო დაპირისპირება 15 სექტემბერს გამთენიისას შედგება.

სხვა სტატიები