Belive

UFC 323 | რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლაში?!

1 დღის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი UFC 323-ის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დათმო.

აღსანიშნავია, რომ მერაბი ძალიან ახლოს იყო, რომ გამხდარიყო პირველი მებრძოლი ორგანიზაციის ისტორიაში, რომელმაც 1 კალენდარულ წელში ჩემპიონის ქამარი ოთხჯერ დაიცვა, მაგრამ თანაბარი ბრძოლა, საბოლოოდ იანის გამარჯვებით დასრულდა. ასევე, მერაბის ზედიზედ 14-ბრძოლიანი მოგებათა სერია შეწყდა.

UFC 323-ზე მარცხის მიუხედავად, მერაბ დვალიშვილი 1.7-დან 3 მილიონ დოლარამდე თანხას გამოიმუშავებს. მიღებული შემოსავლის სრული ოდენობა დამოკიდებულია ტრანსლაციებიდან (PPV) შემოსულ თანხაზე, გამარჯვების ბონუსზე, გარანტირებულ ჰონორარზე, სასპონსორო ჰონორარსა და ბონუსებზე.

მერაბის მეტოქე შედარებით მოკრძალებული თანხით დატოვებს ლას ვეგასს - პიოტრ იანი 1-1.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

სხვა სტატიები