"ამ მებრძოლს ვერ ვიტან, მეზიზღება" - მერაბ დვალიშვილი
7 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვის მიმართ ბრაზი არ გაქარწყლებია. სიცრუის დეტექტორზე მერაბს ჰკითხეს არის თუ არა რომელიმე მებრძოლი, რომლის დანახვაც არ სიამოვნებს. მერაბის პასუხი ასეთია:
დიახ, არის ასეთი მებრძოლი. ის მეზიზღება. პატარა განებივრებული ბავშვია.
- არის რომელიმე მებრძოლი UFC-ში, რომლის ნახვაც არასდროს გინდათ?
- ალბათ იგივე ბიჭი - ამბობს მერაბ დვალიშვილი
😳😤 Merab Dvalishvili when asked if there’s a fighter that he genuinely can’t stand:
— Home of Fight (@Home_of_Fight) July 24, 2026
“Yes, there is a fighter. I hate him. He’s a little spoiled baby.”
The lie detector came back true 😭
(via @Aviator_SPRIBE) 🔹 pic.twitter.com/D4I5o7RJPS
დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს გულისხმობდა. "განებივრებული ბავშვი" - სწორედ ასე მოიხსენიებდა მერაბი უმარს, როცა მათი ბრძოლა ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ მერაბმა უმარის დამარცხება შეძლო და დაღესტნელს პირველი წაგება აგემა.