Belive

მერაბ დვალიშვილი: 'პიოტრ იანს დავანახებ რა არის ნამდვილი შეუწყალებლობა'

3 დღის წინ სხვა
1 წთ

7 დეკემბრის დილით, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება. ქართველმა 'მანქანამ' რუსი მებრძოლი 2023 წლის მარტში სცემა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მაშინ, დვალიშვილი ჯერ კიდევ არ იყო UFC-ის ჩემპიონი. ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, დვალიშვილმა იანის მეტსახელზე (NO MERCY/შეუწყალებელი) კომენტარი გააკეთა.

წონის კლება ჩემთვის არასდროსაა იოლი საქმე, ამაში დიდ ენერგიას ვხარჯავ, უბრალოდ, როცა უკვე წონას ვაფიქსირებ, თავს მშვენივრად ვგრძნობ და ახლაც ასეა.

მე დაკავებული ჩემპიონი ვარ და ყველა შანსს, რასაც თავის გგამოსაჩენად UFC მაძლევს, სიხარულით ვიღებ. ახლა მშვენიერი დროა ჩხუბისთვის, რადგან ახალ წელს და შობას მხიარულებაში გავატარებ.

იანი ჩემს გათიშვას შეეცდება და მთელს ძალას ამაში ჩადებს, თუმცა ეს ვერავინ მოახერხა, რადგან მან ჩემი ხუმრობები ვერ გაიგო, დავანახებ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი 'შეწყალება არ იქნება' (NO MERCY - იანის ზედმეტსახელი). - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

იანთან ჩხუბის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა 5 გამარჯვება მოიპოვა, საიდანაც 3-ჯერ ტიტული დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა, ქამრის წართმევის შემდეგ, უკვე მისცა მეორე შანსი შონ ო'მალის და კიდევ უფრო დომინანტურად დაამარცხა. გაწმენდილი დივიზიონის ფონზე, გამოდის, რომ დვალიშვილი 'მეორე წრეზე' მიდის.

სხვა სტატიები