Belive

UFC 307 | რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი დაამარცხა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

სოლთ ლეიქ სითიში, "დელტა ცენტრში", UFC 307-ის ივენთი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობა რომან დოლიძემ მიიღო. ქართველმა მებრძოლმა ორგანიზაციაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

რომან დოლიძე მეინ ქარდზე, საშუალო წონაში, კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდა, მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ანგარიშზე მე-8 გამარჯვება მიითვალა. შეხვედრა ჰოლანდისთვის კარგად დაიწყო, რადგან მებრძოლებმა რაუნდის პირველი 2 წუთი ფეხზე გაატარეს და თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ასეთ სიტუაციაში უპირატესობას ჰოლანდი მიიღებდა.

რომანმა მალევე მოახერხა ბრძოლის თავის სასარგებლოდ წარმართვა, როცა მოწინააღმდეგე პარტერში გადაიყვანა და მასზე კონტროლი დააწესა. რაუნდის დამთავრებამდე კევინ ჰოლანდმა ტკივილი იგრძნო, რომანმა კი ეს გამოიყენა და რაუნდი ზემოდან, ძლიერი დარტყმებით დაასრულა.

საკუთარ კუთხეში დაბრუნებულმა კევინ ჰოლანდმა გუნდს შეატყობინა, რომ ნეკნზე მიღებული დაზიანება მას ბრძოლის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა - რომან დოლიძემ პირველი რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

დოლიძემ ივნისში ენტონი სმიტთან დიდებული ბრძოლა ჩაატარა, დღეს ჰოლანდი დაამარცხა, ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ დეკემბერშიც იჩხუბებს თუ მისი მეტოქე ხამზატ ჩიმაევი ან რობერტ უიტეკერი იქნება.

სხვა სტატიები