"რომან დოლიძის გამოწვევას ვაპირებ" - ბაისანგურ სუსურკაევი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
ხამზატ ჩიამევის თანაგუნდელი და UFC-ს საშუალო წონის პერსპექტიული მებრძოლი ბაისანგურ სუსურკაევი ამბობს, რომ რომან დოლიძესთან ჩხუბი სურს. ჩეჩენ მებრძოლს რეიტინგში შესვლა რაც შეიძლება მალე უნდა და თვლის, რომ რომანის დამარცხება ამისთვის იდეალური ვარიანტია.
ვაპირებ რომან დოლიძე გამოვიწვიო. ის რეიტინგში მე-14 ნომერია. შემდეგი ჩემი ჩხუბი ვეტორი ან დოლიძე უნდა იყოს. შემდეგ კიდევ ერთი გამარჯვებაც და... მომავალი მოწინააღმდეგ შეიძლება ენტონი ერნანდესი იყოს და შემდეგ ვნახოთ. - ამბობს სუსრკაევი
სუსურკაევს UFC-ში ორი ჩხუბს აქვს ჩატარებული და აქედან ორივეში გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დროზე ადრე დაასრულა. ახალგაზრდა ჩეჩენის რეკორდი 11-0 არის და მოგების 12-მდე გაზრდას 9 მაისს, დიორდენ სანტოსის წინააღმდეგ შეეცდება.