"დოლიძესთან ჩხუბს დავთანხმდი, მაგრამ მან უარი თქვა" - გრეგორი როდრიგესი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, გრეგორი როდრიგესმა მთავარი ბრძოლაც დაიმსახურა. ბრაზილიელი Fight Night-ზე, UFC Apex-ში ჯარედ კანონიერს დაუპირისპირდება.
როგორც "რობოკოპი" ამბობს, რამდენიმე მებრძოლმა მასთან ჩხუბზე უარი თქვა და ერთ-ერთი რომან დოლიძე იყო.
UFC შრომისმოყვარე მებრძოლებს აფასებს. ლეროი დანკანთან მოკლე დროში მიღებული ჩხუბის შემდეგ, დეკემბერში იკრამ ალისკეროვი შემომთავაზეს. მე დავთანხმდი, მაგრამ მან უარი თქვა. პაულო კოსტასთან ბრძოლაც მივიღე, თუმცა მას ჩემთან ჩხუბი არ სურდა. რომან დოლიძე შემომთავაზეს. მე დავთანხმდი, ის არა. - განაცხადა გრეგორი როდრიგესმა
შეგახსენებთ, რომ დოლიძეს მომავალი ბრძოლა მარვინ ვეტორის წინააღმდეგ ელის. 16 მარტს რომანს იტალიელთან რევანშის აღების შანსი მიეცემა. ამ მებრძოლების პირველი ჩხუბი ვეტორის გამარჯვებით დასრულდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნული დაპირისპირება საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.