UFC 300-ზე ჯასტინ გეიჯი და მაქს ჰოლოუეი BMF-ის ქამრისთვის იბრძოლებენ
11 თვის წინ
სხვა
1 წთ
დანა უაითმა გულშემატკივარს UFC 300-ზე ორი ბრძოლის ჩანიშვნა ამცნო.
ერთ-ერთი დაპირისპირება ჯასტინ გეიჯისა და მაქს ჰოლოუეის იქნება, რომელიც BMF-ის ქამრისთვის გაიმართება. ეს ბრძოლა საღამოს თანამთავარი ჩხუბი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს ორი სპორტსმენი ერთმანეთს მსუბუქ წონით კატეგორიაში შეერკინებიან.
ჯასტინ გეიჯი BMF ქამრის მოქმედი მფლობელია. მან ეს ტიტული UFC 291-ზე დასტინ პორიეს დამარცხების შემდეგ მოიპოვა. თავის დროზე ამერიკელმა ამ ტიტულს სისულელე უწოდა და საჩემპიონო ბრძოლა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინი მსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ნომერია. მაქს ჰოლოუეი კი, ქვემსუბუქ წონაში პირველ პოზიციას იკავებს.