ამირან გოგოლაძის მომავალი მეტოქე ცნობილია
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
ამირან გოგოლაძე OKTAGON MMA-ში მორიგ ბრძოლას გამართავს. ქართველის მოწინააღმდეგე UFC-ის ყოფილი მებრძოლი ლეანდრო სილვა იქნება. მათი დაპირისპირება 8 ივნისს არის ჩანიშნული. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბრძოლა პრაღაში გაიმართება.
თავის დროზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგოლაძე მიხაილიდისს უნდა შეხვედროდა. თუმცა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ამ უკანასკნელმა ბრძოლაზე უარი თქვა.
ლეანდრო სილვა, რომელსაც მეტსახელად "აპოლოს" ეძახიან, OKTAGON-ის რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. ამირან გოგოლაძეს მე-7 ადგილზეა. ბრაზილიელ მებრძოლს კარიერაში 28 გამარჯვება, 11 მარცხი და ერთი შედეგის გარეშე გამოცხადებული ბრძოლა აქვს. აღსანიშნავია, რომ 38 წლის ათლეტი არც ერთხელ დანოკაუტებულა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "აპოლომ" ბოლო 5 ბრძოლიდან სამი მოიგო.