Belive

"ოქტაგონის ცენრტისკენ თითით მივანიშნებ და ვნახავთ რისი გაკეთება შეუძლია" - ილია თოფურია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას პირველ საჩემპიონო ქამრის დაცვამდე სულ რაღაც 10 დღე რჩება. "მატადორის" მეტოქე BMF-ის ქამრის მფლობელი და ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოუეი იქნება.

ქართველი მებრძოლი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ეს მრავალჯერ აღუნიშნავს. ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ ჰოლოუეის, რომელიც არავის გაუთიშავს, ნოკაუტში გაგზავნის. ამის შესახებ თოფურიამ არიელ ელვანისთან ისაუბრა.

არ ვფიქრობ, დანამდვილებით ვიცი, რომ პირველ რაუნდში გავთიშავ. მიწისკენ თითით მივანიშნებ და ვნახავთ რისი გაკეთება შეუძლია. ოქტაგონის ცენტრში ვიდგები და მოდით დავცხოთ ძმაო. თუ შენ მზად ხარ, მე მზად დავიბადე. ბრძოლის დაწყებიდან 10 წამში ოქტაგონის ცენტრისკენ მივანიშნებ და იქვე დავრჩები. მინდა UFC ფანებს ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე ამაღელვებელი 10 წამი ვაჩუქო, ისინი ამას იმსახურებენ. აქ გაირკვევა ვინ არის ნამდვილი BMF. UFC-ის მებრძოლების პროგნოზებს ვისმენ და ყველა ამბობს, რომ მაქსი დამამარცხებს. ისინი სულელები არიან. - განაცხადა ილია თოფურიამ

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლა 26 ოქტომბერს, აბუ დაბიში გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში "დალოცვილის" BMF ქამარი არ გათამაშდება.

სხვა სტატიები