Belive

UFC 292 | სეხუდო ბრძოლას ჩაეხსნა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 292-ის ივენთზე, ჰენრი სეხუდოსა და ჩიტო ვერას დაპირისპირება უნდა გამართულიყო, თუმცა, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, სეხუდო ბრძოლას ჩაეხსნა.

Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ჰენრი სეხუდომ პოსტი განათავსა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მხრის ტრავმის გამო, 19 აგვისტოს გასამართ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა კიდევ უფრო რეალური გახდა. სეხუდომ "მანქანასთან" ბრძოლის სურვილი დიდი ხნის წინ გამოთქვა, თუმცა, მერაბმა ხელზე ოპერაცია ჩაიტარა და სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

2023 წლის ბოლოს, დვალიშვილი ოქტაგონზე დაბრუნებას გეგმავს და უდიდესი ალბათობით სეხუდოს გამოწვევას დათანხმდება.

სხვა სტატიები